ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ დინო ძოფმა ჯანლუიჯი ბუფონისა და „იუვენტუსის“ დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ძოფი მიიჩნევს, რომ „იუვეს“ არავის ეშინია და პრობლემაც ეს არის.
„ბუფონი? მხოლოდ ის იტყვის გააგრძელებს თუ დაასრულებს კარიერას. თუ სურვილი აქვს, შეუძლია კიდევ ითამაშოს, რადგან ფიზიკურად ძალიან კარგადაა. „იუვეს“ დღევანდელი მდგომარეობა? ამ „იუვესი“ არავის ეშინია, 9 წლის შემდეგ ბუნებრივია, რომ სირთულეები იზრდება. თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავა, პოზიტიური სეზონი იქნება, მაგრამ დადებითი ნამდვილად არ იქნება ის, რომ „პორტუსთან“ ასე ნაადრევ ეტაპზე გავარდა“, – თქვა ძოფმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა გუშინ დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „იუვეს“ დატოვებს, მაგრამ ჯერ უცნობია დაასრულებს თუ არა კარიერას.