თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და “იუვენტუსის” მეტოქეები გაირკვა.
ტურინული გრანდი მეორე კალათაში იყო განთესილი და შესაბამისად, მოწინააღმდეგები პირველი, მესამე და მეოთხე კალათიდან ერგო. “იუვეს” ჯგუფი ასე დაკომპლექტდა:
H ჯგუფი
“ჩელსი” (ინგლისი)
“იუვენტუსი” (იტალია)
“ზენიტი” (რუსეთი)
“მალმიო” (შვედეთი)
ჯგუფური ეტაპის პირველი ტური 14-15 სექტემბერს გაიმართება და კალენდარი ცოტა ხანში გახდება ცნობილი, “იუვეს” მატჩების განრიგსაც შემოგთავაზებთ.
UFFICIALE 🌟 I nostri avversari di #UCL!
Quale sfida aspettate di più, Bianconeri? 👇#JuveUCL pic.twitter.com/zqUBJBC3l7
— JuventusFC (@juventusfc) August 26, 2021