თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა “იუვენტუსის” მეტოქეები, რომელიც მეორე კალათაში იყო განთესილი.
მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჯგუფში მოხვდა, სადაც დაპირისპირება “პარი სენ ჟერმენთან”, “ბენფიკასთან” და ჰაიფას “მაკაბისთან” მოუწევს.
H ჯგუფი
პსჟ (საფრანგეთი)
“იუვენტუსი” (იტალია)
“ბენფიკა” (პორტუგალია)
“მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი)
UFFICIALE 🌟 I nostri avversari di #UCL!
🇫🇷 @PSG_inside
🇵🇹 @SLBenfica
🇮🇱 @mhfootballclubQuale sfida aspettate di più, Bianconeri? 👇#UCLdraw pic.twitter.com/LsG61JAuOL
— JuventusFC (@juventusfc) August 25, 2022
ამ ეტაპზე უცნობია ჯგუფის ზუსტი კალენდარი, რომელიც მოგვიანებით გაირკვევა და ცხადია, ამის შესახებაც დავწერთ.
ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონი ბადე:
I ტური: 6-7 სექტემბერი
II ტური: 13-14 სექტემბერი
III ტური: 4-5 ოქტომბერი
IV ტური: 11-12 ოქტომბერი
V ტური: 25-26 ოქტომბერი
VI ტური: 1-2 ნოემბერი
მერვედფინალი: 14-15/21-22 თებერვალი (პირველი მატჩები), 7-8/14/15 მარტი (საპასუხო მატჩები)
მეოთხედფინალი: 11-12 აპრილი (პირველი მატჩები), 18-19 აპრილი (საპასუხო მატჩები)
ნახევარფინალი: 9-10 მაისი (პირველი მატჩები), 16-17 მაისი (საპასუხო მატჩები)
ფინალი: 10 ივნისი (სტამბოლი, „ათათურქი)