ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ „ემპოლისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. პოლონელმა ფეხბურთელმა თამაშის გარდა, უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა.
„ვფიქრობ, სოციალური მედია ახლა მხოლოდ მატჩზე სასაუბროდ არ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ ისეთ სიტუაციაზეც, როგორიც უკრაინაში ხდება. მე არ ვითამაშებ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფს რუსეთთან, არც ჩემი თანაგუნდელები ითამაშებენ, კმაყოფილი ვარ ჩემი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის დაკავებული პოზიციით. იმედი მაქვს, ჩვენს მაგალითს სხვა ქვეყნებიც გადაიღებენ და ვნახოთ, ეყოფა თუ არა ფიფას გამბედაობა რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშებელი გაუშვას. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ყველა რუსი არ ეთანხმება ამ ომს, მაგრამ რაც ხდება, ძალიან შემაშფოთებელია.
თამაში? ვიბრძოდით და უნდა ითქვას, რომ „ემპოლიმ“ ძალიან კარგად ითამაშა. ვლაჰოვიჩი ენერგიას გვაძლევს, ის არასდროს ცდება კარის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება ჩვენი მომავლისთვის.
ინსტიქტურად სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს ყოველთვის ვუყურებთ, ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს, წინ მყოფი გუნდები ქულებს კარგავენ. ვნახოთ თამაშიდან თამაშამდე რა სიტუაცია იქნება. ალეგრი რას გვეუბნება? დარჩენილი 11 მატჩის მოგებას, შემდეგ ვნახოთ, საკმარისი იქნება თუ არა“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს იტალიის თასზე 2 მარტს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს, ხოლო 6 მარტს, სერია A-ს მომდევნო ტურში „სპეციასთან“ საკუთარ მოედანზე ითამაშებს.