ფაბიო მირეტი სამი კვირის წინ გახდა სულ რაღაც 19 წლის, მაგრამ იმ იშვიათ ახალგაზრდებს შორისაა, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი ენდობა.
„სამპდორიასთან“ მატჩში მირეტი თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ჩაერთო და „იუვენტუსის“ ბნელ თამაშში სინათლე შეიტანა. სამ წუთში სწორედ მან წამოიწყო შეტევა, რომელიც რაბიოს გოლით დასრულდა და შემდეგ გაუქმდა. ბურთი რინკონს წაართვა, ვლაჰოვიჩი მოძებნა, მაგრამ სერბი თამაშგარეში იყო.
თუმცა, მირეტის ეს ვერტიკალური თამაშის სტილი ტურინული კლუბისთვის ნათელი იმედია. მანამ, სანამ პოლ პოგბა ტრავმირებულია, მირეტის სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, მითუმეტეს, რომ „იუვენტუსის“ სხვა ნახევარმცველები კრიტიკას საერთოდ ვერ უძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო მირეტი პირველ გუნდში გასული სეზონის მიწურულს დააწინაურეს და რამდენჯერმე ძირითადშიც მოხვდა, მიმდინარე სეზონში კი ორი თამაში შეცვლაზე ჩაატარა.