ყოფილმა მსაჯმა და DAZN-ის ექსპერტმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ „ინტერის“ პირველი პენალტი, რომელიც ლაუტარო მარტინესზე დაინიშნა, არ იყო და პაოლო ვალერი შეცდა.
“ლაუტაროზე პენალტი არ იყო. ასეთი პენალტების დროს მსაჯებმა აღარ უნდა დანიშნონ. ვალერიმ ორი შეცდომა დაუშვა, ერთი ეს პანელტი და მეორე, როდესაც ბროზოვიჩი არ გააძევა. მან უბრალოდ თვალი დახუჭა მის საქციელზე. რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ ბურთის გადაგდებაზე გაფრთხილებაა. მან დიბალა წააქცია და სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა, რის გამოც სამართლიანად მიიღო ყვითელი ბარათი, ბურთის გდაგდებაზე კი იქვე ვალერის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა და გაეძევებინა”, – თქვა მარელიმ.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალში დამატებით დროში 2:4 დამარცხდა და სეზონი უტიტულოდ 2011 წლის შემდეგ პირველად დაასრულა.