ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეხუთე ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ სტუმრად დაუზავდა – 1:1. გოლი არკადიუშ მილიკმა გაიტანა, მაგრამ „იუვემ“ ძალიან ცუდი ფეხბურთი ითამაშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 7 – ფეხით ყოველთვის უსაფრთხო არ არის, შესაძლოა კუამეს გოლის დროსაც მცირე შეცდომა დაუშვა, მაგრამ კარის ხაზზე ნამდვილი გარანტიაა. იოვიჩი პენალტის მოგერიება გადამწყვეტი იყო.
კუადრადო 5.5 – მცველად დააყენეს და სოტილთან გაუჭირდა, შემდეგ ვერც შეტევაში გამოიჩინა თავი.
მირეტი 6 – პასები თითქმის არ ჰქონია, რეგულარულად იგნორს უკეთებდნენ.
ბრემერი 6.5 – მეორე სართულზე ყველა ბურთი მისია.
დანილო 6.5 – იოვიჩი გაანეიტრალა. „ფიორენტინამ“ ცენტრალური ზონა ვერ გადალახა.
ალექს სანდრო 5 – უხეში, არაზუსტი, ყოველთვის სუსტი რგოლია.
ბონუჩი შ.გ – კაპიტანი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.
მაკკენი 5 – ფორმაში არ არის. კონტრშეტევის მართვა, როცა გოლის გატანა შეეძლო და არ დაარტყა, რასაც „ფიორენტინას“ გოლი მოჰყვა, ცუდი თამაშის ფოტოა.
პარედესი 5.5 – კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ პენალტი აიკიდა, რაც მძიმე შეცდომაა, მიუხედავად იმისა, რომ პერინმა მოიგერია.
ფაჯოლი შ.გ – მას სეზონში დებიუტი ჰქონდა.
ლოკატელი 5.5 – ბევრი ირბინა, მერე ბენზინი ამოეწურა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
დი მარია 5 – ასეთ დი მარიას არ ვიცნობთ. ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით ფლორენციელების გოლში, როცა პოზიციის დაკავებისას სრულიად შეცდა.
დე შილიო 5.5 – დაცვასაც კი განსაკუთრებით ვერ დაეხმარა.
მილიკი 6.5 – ბომბარდირის სტილში გაიტანა გოლი. რაღაცნაირად დაიცვა კოორდინაცია და თამაშგარეს თავი აარიდა. სამ დღეში ორი გოლი და აქ სწორედ ამისთვისაა.
კოსტიჩი 6 – პირველი საგოლე პასი, მან საშინაო დავალება შეასრულა.
კინი 5.5 – იძულებული იყო ისეთი სამუშაო შეესრულებინა, რაც მისი საქმე არ არის, თუმცა ვერ ეფექტურად თამაში მოახერხა.
ალეგრი 5 – „იუვე“ სწრაფად დაწინაურდა და შემდეგ თამაშს თავი დაანება. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური კონდიციების ბრალი, „რომასთან“ თამაშის შემდეგ გუნდმა რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. მძიმე ქულა, რადგან „იუვენტუსი“ ამ ქულას არ იმსახურებდა.