ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებს და სხვადასხვა სტრატეგიას განიხილავს.
იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა ინტერესის სფეროში ისევ დაბრუნდა ფრანკფურტის „აინტრახტის“ გარემარბი ფილიპ კოსტიჩი. ჯერჯერობით, კლუბში სერბი ფეხბურთელის შესახებ განხილვა მიმდინარეობს და შესაძლოა, სულ მალე ტრანსფერზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
გარდა ამისა, „იუვენტუსში“ ისევ დღის წესრიგშია ალვარო მორატას დაბრუნებაც, საქმეს ის ართულებს, რომ მადრიდელები ესპანელს ტურინელთათვის მიუღებელ ფასს ადებენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე ზაფხულს პოლ პოგბა, ანხელ დი მარია და გლეისონ ბრემერი დაიმატა.