„იუვენტუსში“ ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია. „აინტრახტი“ დღეს ევროპის სუპერთასზე „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს, მაგრამ სერბი გუნდთან ერთად არ იმყოფება.
29 წლის კოსტიჩი დღეს საღამოს ტურინში ჩავა, ხვალ კი ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს ხელს მოაწერს.
სერბი „იუვესთან“ 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და სეზონში მისი ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება. „აინტრახტს“ „იუვენტუსი“ 15 მილიონ ევროსა და 2 მილიონს ბონუსის სახით გადაუხდის.
შეგახსენებთ, რომ ფილიპ კოსტიჩი მარცხენა ნახევარმცველია, რომელსაც „რადნიჩკიში“, „გრონინგენში“, „შტუტგარტში“, „ჰამბურგსა“ და „აინტრახტში“ აქვს ნათამაშები.