ჯანლუიჯი ბუფონის ტურინული ფანტასტიკური ოდისეა საბოლოოდ სრულდება. ჯიჯიმ 2001-2018 და 2019 წლიდან დღემდე „იუვეს“ მაისურით ყველა ტურნირზე 683 თამაში ჩაატარა და კლუბის ისტორიაში მეორე შედეგის ავტორია ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ (705).
თუმცა, საინტერესოა ამ 19 სეზონის განმავლობაში, როდესაც ჯიჯის „იუვეს“ მაისური ემოსა, ვისთან ერთად ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი. სტატისტიკა მოცემულია პოზიციების მიხედვით და მასში ბუნებრივია მეკარე არ შედის, რადგან ეს ადგილი თვითონ ჯიჯის უკავია.
ბუფონს „იუვენტუსში“ ყველაზე მეტი, 358 მატჩი ჯორჯო კიელინისთან ერთად აქვს ჩატარებული, ხოლო შემდეგ ალესანდრო დელ პიერო მოდის 307 შეხვედრით, სამეულშია კლაუდიო მარკიზიოც.
ანდრეა ბარძალი – 221 თამაში
ლეონარდო ბონუჩი – 263 თამაში
ჯორჯო კიელინი – 358 თამაში
მაურო კამორანეზი 232 თამაში
კლაუდიო მარკიზიო – 288 თამაში
პოლ პოგბა – 156 თამაში
ჯანლუკა ძამბროტა – 173 თამაში
პაველ ნედვედი – 256 თამაში
ალესანდრო დელ პიერო – 307 თამაში
დავიდ ტრეზეგე – 231 თამაში