ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მცველმა ჩირო ფერარამ ფედერიკო გატი შეაქო. როგორც ფერარამ თქვა, ეჭვი არ ეპარება, რომ გატი „იუვენტუსში“ საკმარისი სათამაშო დროის მიღებას მოახერხებს.
„გატი ყოჩაღი ბიჭია, შესანიშნავი პროფესიონალი და ამას ვხედავთ. ვფიქრობ, რომ დიდ ფეხბურთელებთან ყოველდღე ვარჯიში გეხმარება განვითარებაში, სიტუაციის უკეთ წაკითხვაში და ზრდაში. დარწმუნებული ვარ, ის შეძლებს „იუვეში“ თავისი სათამაშო დროისა და სივრცის მოპოვებას“, – თქვა ფერარამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ოთხ ტურში 8 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 3 სექტემბერს, სტუმრად „ფიორენტინას“ შეხვდება.