Sky Sport-ი ფედერიკო კიეზას შესახებ პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც იქნა, იტალიელი შემტევის მკურნალობა კარგად მიმდინარეობს და მისი დაბრუნება უახლოეს კვირებშია მოსალოდნელი.
წყაროს თანახმად, კიეზა ვარჯიშს გუნდთან ერთად სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყებს და თამაშსაც მოახერხებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ფედერიკო მალევე 100%-ით მზად იქნება.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ კიეზა იდეალურ კონდიციაში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, იანვარში იქნება, როდესაც სეზონი განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზას 9 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც „რომასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.