ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ფედერიკო კიეზას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.
სულ მალე ფედერიკო რეაბილიტაციის მეორე ეტაპს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელიც და კლუბის საქმეს ძალიან ფრთხილად უდგებიან, რომ ყოველგვარი გართულებებისგან თავი დაიზღვიონ. რისკზე წასვლა ტურინულ კლუბში არავის სურს.
კიეზას დაბრუნება მოედანზე სექტემბერ-ოქტომბერშია მოსალოდნელი, მანამდე კი ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება. აჩქარებას აზრიც აღარ აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმა მიმდინარე წლის 9 იანვარს, „რომასთან“ შეხვედრაში მიიღო.