მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზამ ვარჯიში დაიწყო

ფედერიკო კიეზამ ვარჯიში დაიწყო

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ვარჯიში დაიწყო. 24 წლის ფეხბურთელი დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივი და ეტაპობრივი მზადების პროცესს შეუდგა.

კიეზა იანვრის შემდეგ ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ უთამაშებელია და ჯერჯერობით, მას რამდენიმე თამაშის გამოტოვება კიდევ მოუწევს, მაგრამ ტურინელთა მიზანია, რომ ფედერიკომ თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზამდე მოახერხოს.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 61 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …