ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯოლიმ „ლეჩესთან“ გამარჯვებისა და „იუვეში“ სადებიუტო გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მას ოცნება აუხდა, რადგან „იუვენტუსში“ გოლის გატანას მთელი ცხოვრება ელოდა.
„ლამაზი გოლი გავიტანე, ამას მთელი ცხოვრება ველოდი და ამ მაისურით გოლის გატანა ოცნების ასრულებას ჰგავს. 21 წელია „იუვეს“ გულშემატკივარი ვარ და უნიკალური ემოციაა. ბურთის ტრაექტორია ნელი იყო, როცა დავინახე, რომ ბურთი კარში შევიდა, სიხარულისგან ავფეთქდი. მინდოდა სათადარიგო სკამთან ერთად აღმენიშნა, რადგან ჩემი თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან.
დელ პიეროს სტილში გოლი? პატარაობიდან დელ პიერო ჩემი კერპი იყო და მის სტილში გოლის გატანა ჩემთვის მაქსიმუმია. ვფიქრობ, დაცვის წინ თამაში ჩემთვის იდეალური პოზიციაა, გასულ სეზონში ამ პოზიციაზე ძალიან გავიზარდე. ამ გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ყოველთვის გავაკეთებ. სახლში გამარჯვებით დაბრუნება აუცილებელი იყო“, – თქვა ფაჯოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი „პარი სენ ჟერმენთან“ ჩაატარებს.