მთავარი / სიახლეები / ფაჯოლის აგენტი: “უფრო ადვილია ახალგაზდრის გაშვება, ვიდრე იმ მოთამაშის, ვისაც ხელფასი 6 მილიონი აქვს”

ფაჯოლის აგენტი: “უფრო ადვილია ახალგაზდრის გაშვება, ვიდრე იმ მოთამაშის, ვისაც ხელფასი 6 მილიონი აქვს”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ თავისი კლიენტის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ნიკოლოს ტურინში დარჩენა სურს, მაგრამ ეს მიმდინარე ზაფხულს თითქმის შეუძლებელია.

„ბოლო შეხვედრაში განაცხადში არ იყო, რადგან კუნთებზე მცირე დისკომფორტს გრძნობდა. „იუვეს“ სატრანსფერო ბაზარი მოსალოდნელი და ნაკლებად სავარაუდო გასვლითი ოპერაციებითაა განპირობებული. ერთია ვირტუალური ბაზარი, მეორე სტრატეგია. შეიძლება იფიქრო არტურის, რაბიოს, მაკკენის გაყიდვაზე, მაგრამ თუ არ განხორციელდება უკვე სხვა საკითხია. და, თუ ასეა, მაშინ ახალგაზრდები უნდა გაწირო.

ჩვენ ვისურვებდით დარჩენას, მაგრამ ფეხბურთში მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხები, სადაც უფრო ადვილია ახალგაზრდა ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება, ვიდრე ისეთის, რომლის ხელფასი 5-6 მილიონი ევროა“, – თქვა დ’ამიკომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლის ყველაზე აქტიურად გენუის „სამპდორიასა“ და „კრემონეზეს“ უკავშირებენ და ერთ-ერთ გუნდში ის სავარაუდოდ იჯარით გადავა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …