პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება საბოლოოდ გადაწყდა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომლის ინფორმაცია პრაქტიკულად ყოველთვის უტყუარია, მითუმეტეს მაშინ, როცა საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრანსფერი დახურულია.
„პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება დადასტურებულია, ჩვენ აქ ვართ. სრული შეთანხმება მიღწეულია და ის უფასოდ დაბრუნდება. კონტრაქტი გაფორმდება ივლისის დასაწყისში. პოგბა იტალიაში ორ კვირაში იქნება. „იუვემ“ ის 6 წლის წინ 100 მილიონ ევროდ გაყიდა და ახლა უფასოდ დაიბრუნა“, – წერს იტალიელი ინსაიდერი.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა. ფრანგი ტურინელებმა 2012 წელსაც „მანჩესტერიდან“ უფასოდ დაიმატეს, შემდეგ იმავე ინგლისურ გუნდში გაყიდეს და ახლა ისევ უფასოდ დაიბრუნეს.
Paul Pogba to Juventus, confirmed and here we go! Full agreement now completed on a free transfer. Deal to be signed at the beginning of July, it’s done and sealed. 🚨⚪️⚫️ #Juve
Pogba will be in Italy in two weeks. Juve sold him for €100m six years ago – now he’s back for free. pic.twitter.com/YNyyOlmSUE
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 23, 2022