ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი დაშავდა. იტალიური მედიის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა კოჭის ტრავმა იტალიის 21-წლამდე ნაკრების ვარჯიშზე მიიღო.
ჯერჯერობით, უფრო დეტალური უცნობია და შესაბამისად, რამდენად სერიოზულია დაზიანება. მან ნაკრების შეკრება უკვე დატოვა და კონტინასას ბაზაზე დაბრუნდა.
მირეტიმ მიმდინარე სეზონში „იუვენტუსში“ ყველა მატჩი ჩაატარა და ნახევარდაცვაში იშვიათი ნათელი წერტილია. ამდენად, მისი ტრავმა მასიმილიანო ალეგრისთვის კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა და საფიქრალია.