მთავარი / სიახლეები / უნაი ემერი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია”

უნაი ემერი: “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია”

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ისინი მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ყველაფერს ეცდებიან.

„ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატებს შორის „იუვენტუსიც“ არის, იმიტომ, რომ აქვთ შესაბამისი ისტორია და აწმყო. თუმცა, ხვალ გვინდა, მომდევნო ეტაპზე გასვლა ვცადოთ.

ჩვენ უკვე დავამტკიცეთ და ვიცით, როგორ ვითამაშოთ, ტურინში სწორი იმ სურვილით და მონდომებით წავალთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ვინაიდან სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა აღარ არსებობს, შეიძლება დამატებითი დროც საჭირო გახდეს. „იუვეს“ სახლში, საკუთარი ფანების წინაშე, როგორც წესი ფავორიტია, მაგრამ გვინდა გავიმარჯვოთ. „იუვე“ ხშირად იგებს, წაგებით კი თითქმის არასდროს აგებს, რადგან ძალიან ძლიერი დაცვის ხაზი ჰყავს. მათ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომელთაც თამაშში განსხვავების შეტანა შეუძლიათ.

„იუვეს“ ჰყავს ალექს სანდრო და კუადრადო, რომლებსაც ფლანგიდან შეტევა შეუძლიათ, ცენტრში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც რაბიო, ლოკატელი და არტურია, რომლებმაც იციან ბურთთან ერთი შეხებით თამაში. უნდა მოვემზადოთ და ხვალ ჩვენი ერთ-ერთი იარაღი დაცვა იქნება. ბურთი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მათ გამარჯვება 90 წუთში სურთ.

რამდენიმე ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჟერარ მორენო გუნდთან ერთადაა, მუშაობს. თუ მაინც ვერ ითამაშებს, ვეცდებით სათადარიგო იარაღით შევცვალოთ. ალბიოლი გამოცდილი მოთამაშეა, ასეთი მატჩებისთვის იდეალური. მისი ყოფნა მნიშვნელოვანია, კუნთის პრობლემის დაისვენა და ახლა კარგად ვარჯიშობს.

ყველამ ვიცით, რას წარმოადგენს „იუვენტუსი“. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიური გუნდი, ბევრი ტიტულით და ევროპის დონეზე ხუთ საუკეთესოში“, – თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. პირველი თამაში ესპანეთში ფრედ, 1:1 დასრულდა.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …