ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ უეფა სუპერლიგის გამო სანქციებით იმუქრებოდა, კლუბმა 14 ივნისს უეფასგან წერილი მიიღო.
როგორც სააგენტო ANSA იტყობინება, უეფას მიერ კლუბში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ “იუვეს” უფლება აქვს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი ბოლო პერიოდში არაერთხელ იმუქრებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, უეფას კლუბის დასჯის ბერკეტი არ აღმოაჩნდა.