უეფამ ტურინის „იუვენტუსის“, მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ თაობაზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ევროპის სუპერლიგის პროექტს.
12 დამფუძნებელი კლუბიდან სწორედ ეს სამი კლუბია, რომელსაც სუპერლიგა ჯერ კიდევ არ დაუტოვებია და უეფას გამოძიების საფუძველიც ეს გახდა. მოსალოდნელია, რომ სამივე კლუბს მძიმე სანქციები ელოდებათ, მათ შორის, ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია.
სავარაუდოდ, ყველაფერი ოფიციალურად უახლოეს კვირეებში გაირკვევა და ტუ მანამდე კლუბები უეფასთან ვერ მორიგდებიან, ალბათ, სანქციებს ვერ გადაურჩებიან.