მთავარი / სიახლეები / ტრეზეგე: “ფეხბურთელებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ითამაშონ შეტევაში და დაცვაში”

ტრეზეგე: “ფეხბურთელებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ ითამაშონ შეტევაში და დაცვაში”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავიდ ტრეზეგემ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და „მილანთან“ მატჩის შემდეგ ტურინელთა თამაში შეაფასა.

მისი განცხადებით, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა.

„მძიმე მარცხი იყო, „მილანი“ გამარჯვებას იმსახურებდა იმის გამო, რაც გააკეთა. „იუვემ“ კარგად ნამდვილად ვერ ითამაშა. ეს იყო თამაში, რომელიც სხვანაირად უნდა ეთამაშათ. ლიდერებმა თავიანთ თავზე მეტი უნდა აიღონ და გუნდს სიმშვიდე გადასცენ. ახლა რთული კვირა იწყება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუნდს მოსაგები აქვს თამაშები, 9 ქულა რჩება, თუმცა ოთხშაბათს გუნდს რთული თამაში აქვს. გამარჯვება აუცილებელი იქნება, რადგან ქულები საჭიროა.

გუშინდელ თამაშს რომ დავუბრუნდეთ, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. გუნდს პრობლემები შეექმნა. თუმცა, ახლა გამარჯვების გარდა, სხვა არაფრის დრო არ არის.

ნორმალური არ არის ის ფაქტი, რომ რონალდუ და მორატა პირველ ტაიმში 25 წუთი ბურთს პრაქტიკულად ვერ შეეხნენ. ეს შეიძლება მოხდება, მაგრამ ბოლო დროს უკვე ხშირად ხდება. რასაც გარედან ვამჩნევ, ბევრი მოთამაშე მოედანზე იკარგება, წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა ითამაშონ დაცვაში, შეტევაში. მიუხედავად ამისა, გუნდი მჯერა, ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ იპოვონ სწორი გამოსავალი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად“, – თქვა ტრეზეგემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …