ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, კიეზას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია და პაველ ნედვედს შეადარა.
„ყველაზე რთულია სტაბილურობის შენარჩუნება და ზრდა. კიეზასთვის მოლოდინის გამართლება უკიდურესად რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის წარმატებას მიაღწევს. მოვისმინე, რომ სამ-ოთხ წელიწადში „ოქროს ბურთს“ მოიგებს და ვეთანხმები. მასში ვხედავ იმავე შხამს, რაც პაველ ნედვედს ჰქონდა. მას უზარმაზარი თვისებები აქვს, თამაშობს მარჯვნივაც და მარცხნივაც, ორივე ფლანგზე ატყუებს მეტოქეებს. შარშან, მან ტოპფეხბურთელის თვისებები გამოავლინა და ახლა ჰყავს ალეგრი, რომელსაც მისი დახმარება შეუძლია, რომ ვარსკვლავი გახდეს“, – თქვა ტაკინარდიმ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ გასული სეზონი და ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და მისგან ახალ სეზონში დიდ მოლოდინია.