ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ განაცხადა, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის დონის არ იყო და ეპიზოდები გადამწყვეტია, მაგალითად, ცოცხალ კედელში რონალდუს მოქმედება…
„დასანანია, შანსი გაიფლანგა 11-10-ის წინააღმდეგ. ეს არ იყო ჩემპიონთა ლიგის დონის „იუვენტუსი“. ამ ტურნირზე ეპიზოდები გადამწყვეტია. რონალდუ შემობრუნდა და ცოცხალი კედელი გაიხსნა. ეს „ბიანკონერის“ ტურნირიდან გამოთიშვად დაუჯდა“, – თქვა ტაკინარდიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე წელია მერვედფინალში გამოეთიშა და ორჯერვე სტუმრად გატანილი წესის გამო.