მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “ეს “იუვე” ჩემპიონთა ლიგის დონის არ იყო”

ტაკინარდი: “ეს “იუვე” ჩემპიონთა ლიგის დონის არ იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ განაცხადა, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის დონის არ იყო და ეპიზოდები გადამწყვეტია, მაგალითად, ცოცხალ კედელში რონალდუს მოქმედება…

„დასანანია, შანსი გაიფლანდა 11-10-ის წინააღმდეგ. ეს არ იყო ჩემპიონთა ლიგის დონის „იუვენტუსი“. ამ ტურნირზე ეპიზოდები გადამწყვეტია. რონალდუ შემობრუნდა და ცოცხალი კედელი გაიხსნა. ეს „ბიანკონერის“ ტურნირიდან გამოთიშვად დაუჯდა“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე წელია მერვედფინალში გამოეთიშა და ორჯერვე სტუმრად გატანილი წესის გამო.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინი: “დროა ხალხი გავაბედნიეროთ”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრის წინ პრესკონფერენეცია გამართა და ევრო 2020-ის …

დელ პიერო: “არ მინდა “იუვეში” მხოლოდ იმიტომ დამაბრუნონ, რომ ძველი დამსახურებები მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ იტალიური მედიასთან ისაუბრა. ალექსი სხვადასხვა საკითხებს შეეხო და …