მთავარი / სიახლეები / სტეფანო ტაკონი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს

სტეფანო ტაკონი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე სტეფანო ტაკონი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ტაკონი თავის ცერებრალური იშემია აღენიშნება და ეს არის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება, რის გამოც ალესანდრიის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით, ამის შესახებ სხვა ცნობები არ ვრცელდება.

64 წლის ტაკონიმ პარასკევს მონაწილეობა საქველმოქმედი აქციაში მიიღო, ხოლო შაბათ დილით თავი შეუძლოდ იგრძნო და თავის ტკივილის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სტეფანო ტაკონიმ „იუვენტუსში“ დინო ძოფი შეცვალა და ტურინულ გრანდში 1983-1992 წლებში ითამაშა. მან კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო – მათ შორის ორჯერ სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, თასების თასი, იტალიის თასი, ევროპის სუპერთასი და საკონინენტთაშორისო თასი.

შემთხვევითი სიახლე

როველა გვარდიოლას მოსწონს – ვითარება “იუვეს” ნახევარდაცვაში და პერსპექტივები

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა მიმდინარე სეზონს იჯარით „მონცაში“ ატარებს, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული …

“იუვენტუსი” 6 დეკემბერს შეიკრიბება, ორი ამხანგური მატჩიც დაიგეგმა

ტურინის „იუვენტუსი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეულ თვესა და 3 კვირას გამოიყენებს და შეკრებას გაივლის, რომლის ფარგლებში …