ტურინის „იუვენტუსი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში სტუმრად „სპორტინგს“ ადრიენ რაბიოს გოლით დაუზავდა (1:1), რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6 – კარში მისი ნახვა უკვე კარგი ამბავია.
კუადრადო 6.5 – რამდენჯერმე ფუნდამენტურად იმოქმედა, დაძინებულ „იუვეს“ ხშირად აღვიძებდა.
დანილო 6 – კინაღამ ავტოგოლი გაიტანა, პენალტი სწორედ ამას მოჰყვა. მეორე ტაიმში უხეშად შეცდა.
ბრემერი 6.5 – დაცვაში საუკეთესოა, ასუფთავებს ყველაფერს, რაც შეუძლია. ბოლოს ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
გატი 6 – პირველ მატჩში გატანილი გოლი ამ დუელში ლოდივით იწონის.
ალექს სანდრო 5 – რაბიოს გოლში მისი წვლილიცაა, მაგრამ შემდეგ პენალტი რომ დაინიშნა, ამაშიც მისი ბრალეულობაა, მას მერე, რაც ედვარდსი გაექცა. სირთულეებში ხშირად ხვდება, როგორც წესი, განსაკუთრებით, როცა მარცხენა მცველად თამაშობს.
რაბიო 6.5 – ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, სეზონში მე-11. პენალტიც აიკიდა, რაც მძიმე შეცდომა იყო, მაგრამ „იუვე“ მომდევნო ეტაპზეა, ამიტომ გოლი უფრო ფასეულია.
ლოკატელი 6.5 – ყველაფერს ცდილობს, ხშირად ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მის გარეშე „იუვე“ ვერ გაუმკლავდებოდა „სპორტინგის“ გავლენას.
მირეტი 6 – პირველ ტაიმში ზედმეტად მსუბუქია, თავდაპირველი მაღალი მოლოდინის შემდეგ რამდენიმე გაუჭირდა, მაგრამ ლომივით იბრძოდა რთულ მომენტებში, ამ ხასიათით კი კიდევ ერთხელ შეუძლია გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვოს.
პოგბა 6 – მნიშვნელოვანი წუთები მიიღო, გუნდს ემსახურებოდა.
დი მარია 6 – მინიმუმ ცდილობს, მეტოქეს უტევს, დარტყმას ცდილობს, კუთხურები მოიპოვა. ბევრი არ არის, მაგრამ ეს არის ის, რასაც შემტევი ტრიო ქმნის.
ვლაჰოვიჩი 4.5 – კიდევ ერთხელ ვერ ითამაშა. ბურთის შენარჩუნებაც კი უჭირს, მეორე ტაიმში ორჯერ შეეძლო დარტყმა, მაგრამ ვერც ერთხელ მოახერხა. ღია თამაშიდან 100 წუთია არ გაუტანია.
მილიკი 6 – ვლაჰოვიჩთან შედარებით გუნდთან ურთიერთობას მაინც ახერხებს.
კიეზა 5.5 – მთელი ძალის ჩვენებას ვერ ახერხებს, ბურთი ბევრჯერ დაკარგა.
კოსტიჩი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა და გუნდს დაცვაში დაეხმარა.
ალეგრი 6 – შემტევი ტრიო დააყენა, დაცვაში 4 მცველი. მაგრამ „სპორტინგი“ უკეთესი იყო. „იუვე“ ჯერ კიდევ ვერ ქმნის რეალურ საგოლე მომენტებს, თავდამსხმელებს უჭირთ სახიფათონი იყონ.