მთავარი / სიახლეები / სერხიო რამოსი: “რონალდოს ყიდვა არ ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებ”

სერხიო რამოსი: “რონალდოს ყიდვა არ ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებ”

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ესპანელმა მცველმა განაცხადა, რომ პორტუგალიელის გაყიდვით “რეალმა” შეცდომა დაუშვა და წასვლით თვითონ ფეხბურთელმაც ბევრი რამ დაკარგა.

გარდა ამისა, რამოსმა რონალდუ კრიტიკისგან დაიცვა და განაცხადა, რომ ერთი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტია არ არის:

“კრიშტიანუ რონალდუს წასვლით, თვითონაც დაკარგა და „რეალმაც“. მე მას არ გავყიდდი, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და გამარჯვებაში გვეხმარებოდა. ეს არის ურთიერთობები, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ის გადამწყვეტი მოთამაშეა, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვიცოდი, რომ მიდიოდა. ასეთ მოთამაშეებს გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ.

კრიშტიანუ არ ბრწყინავს, მაგრამ ის „იუვეს“ გვირგვინია, ამ გუნდის ემბლემა. მისთვის ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა ნორმალურია,ამას შეეჩვია. იგივე ხდება, რაც მადრიდში, როდესაც კრიტიკა მხოლოდ კაპიტნისა და მწვრთნელის მიმართ ისმის. ასე ტურინშიც. კრიშტიანუ ამას შეჩვეულია. სიმართლე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ გუნდს შეუძლია შენი დამარცხება. „ბარსელონაც“ გავარდა, არა მხოლოდ „იუვე“. პირადად მე, იმედი მაქვს, რომ „რეალი“ ბოლომდე მივა და თასს მოიგებს. რონალდუს ყიდვა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩემპიონთა ლიგას მოიგეს, ერთი ფეხბურთელით გამარჯვება შეუძლებელია”, – თქვა რამოსმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …