„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ განაცხადა, რომ ჯაკომო რასპადორი „იუვენტუსისთვის“ იდეალური ფეხბურთელია. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ რასპადორის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ შემდეგ მოიზე კინი დაიმატეს.
„იუვემ“ რასპადორის ტრანსფერზე 2021 წლის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს მოგვამართა, მაგრამ საკმარისი დრო არ იყო გარიგების დასაწყებად და ამიტომ მათ კინი შეიძინეს. ჩვენ „იუვეს“ ხელგაშლილი ველოდებით, კარგი ურთიერთობა გვაქვს ამ კლუბთან და მის მენეჯერებთან.
ჯაკომო იდეალური ფეხბურთელია „იუვესთვის“. პირველი თავდამსხმელის უკან ჯაკომოს საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ მას სხვა პოზიციებზე თამაშიც შეუძლია. ვიწრო სივრცეებში მშვენივრად თამაშობს და ნამდვილად აქვს წარმოუდგენელი თვისებები“, – თქვა კარნევალიმ.