იტალიის სამსაჯო კომიტეტმა „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩში მომხდარი სკანდალის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
AIA-ს განცხადება ძალიან ზოგადია, რომლის არც „იუვენტუსს“ უხდიან ბოდიშს და არც მსაჯისა და VAR-ის აშკარა შეცდომას აღიარებენ. გაკეთებულ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის წერია, რომ VAR-ის ოთახში ხელმისაწვდომი არ იყო ის კადრები, რომელშიც ანტონიო კანდრევა ჩანს და რომლის მიხედვით მსაჯებს ეპიზოდზე სრული წარმოდგენა შეექმნებოდათ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ გოლი უსამართლოდ გააუქმეს, რის გამოც 2 ქულა დაკარგა, გარდა ამისა, გაუძევეს არკადიუშ მილიკი, ხუან კუადრადო და მასიმილიანო ალეგრი. თუმცა, სადისციპლინო კომიტეტი არც მილიკის ყვითელი ბარათისა და დისკვალიფიკაციის გაუქმებას განიხილავს.