ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის ნიკოლო როველას გადაბირება „სალერნიტანას“ სურს.
იტალიური მედიის ცნობით, სალერნოელთა სპორტული დირექტორი მორგან დე სანკტისი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და 21 წლის ფეხბურთელის იჯარით გადაბირებაზე მუშაობას იწყებს. „სალერნიტანა“ „იუვეს“ წინადადებით მალე მიმართავს.
როველა „იუვენტუსმა“ 2021 წლის ზამთარში შეიძინა და წელიწადნახევარი იჯარით „ჯენოაში“ ირჯებოდა. ნიკოლო ამჟამად „ბებერ ქალბატონთან“ ერთად ემზადება და „ჩივასთან“ მეორე ტაიმიც ითამაშა.
როველას მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მასიმილიანო ალეგრიმ უნდა მიიღოს. თუ იტალიელ სპეციალისტს ის თავს მოაწონებს, დიდი შანსია გუნდში დარჩეს, თუ არადა, სათამაშო დროის მისაღებად ისევ გაანათხოვრონ.