ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს. ესპანური მედია იტყობინება, რომ მისი აგენტი ჟორჟე მენდეში მადრიდული კლუბის ბოსებს უკვე დაუკავშირდა.
„რეალში“ ჯერჯერობით მზაობას არ გამოთქვამენ, რომ რონალდუს დაბრუნება მათ გეგმებში შედის, მაგრამ მენდეში შეეცდება დაიყოლიოს.
რონალდუს „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მზადაა 60 მილიონ ევროდ შეელიოს, რადგან თუ ზაფხულში არ გაუშვებს, 2022 წელს უფასოდ დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კრიშტიანუს უზარმაზარი ხელფასისა, სხვადასვა მარკეტინგული გარიგებების წყალობით, „იუვეს“ მხოლოდ29 მილიონი ევრო აკლია, რომ სრულად ამოიღოს ის თანხა, რაც ამ პერიოდში პორტუგალიელი დაუჯდა.
კრიშტიანუმ „იუვეს“ მაისურით დღემდე 121 მატჩში 92 გოლი გაიტანა. ორ-ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერთასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის შედეგები გაცილებით გაუარესდა, ვიდრე მანამდე მის გარეშე ჰქონდა.