ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დუმილი დაარღვია და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ პირველ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ცხოვრებაში დაცემის რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად წამოდგები და რამდენად ძლიერად დადგები ფეხზე. ნამდვილი ჩემპიონები არასდროს ტყდებიან. ყურადღება უნდა მოვახდინოთ „კალიარისთან“ მატჩზე, სერია A-ში ბრძოლაზე, იტალიის თასის ფინალზე და ყველაფერზე, რისი მიღწევაც ამ სეზონში შეგვიძლია.
ისტორიის წაშლა შეუძლებელია, ის ყოველდღე იწერება გამძლეობით, გუნდური სულისკვეთებით, დაჟინებით და უამრავი შრომით. და, ვისაც ეს არ ესმის, ვერასდროს მიაღწევს დიდებას და წარმატებას“, – დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.