კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ საიუბილეო მე-100 გოლი გაიტანა და ამ მიღწევის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პაულო დიბალასაც მიულოცა, რომელმაც ასევე მე-100 გოლი გაიტანა „იუვეს“ მაისურით.
„ყოველთვის განსაკუთრებული გრძნობაა ჩემს გუნდში 100 გოლის გატანა. ვამაყობ ამ ციფრით, ბედნიერი ვარ, რომ „იუვეს“ დავეხმარე და ბედნერი ვარ, რომ ასევე დიბალას მე-100 გოლის გამო, გილოცავ, პაულო! თუმც, ახლა კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და მოვიპოვოთ სერია A-ში დარჩენილი ქულები. ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი და ჩვენი მიზნების მისაღწევად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. Fino Alla Fine! წავედით!“, – დაწერა რონალდუმ.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუმ 100 გოლის გატანას 131 თამაში მოანდომა. ის „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 100 გოლის გატანა სამ სეზონში მოახერხა.