მთავარი / სიახლეები / რონალდუს დედა: “ვეცდები, კრიშტიანუმ მომდევნო სეზონში “სპორტინგში” ითამაშოს”

რონალდუს დედა: “ვეცდები, კრიშტიანუმ მომდევნო სეზონში “სპორტინგში” ითამაშოს”

კრიშტიანუ რონალდუს დედამ დოლორეს ავეირუმ პორტუგალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისი შვილი ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნებაზე დაიყოლიოს და მომდევნო სეზონში მშობლიურ გუნდში ითამაშოს.

„მას დაველაპარაკები და ვეცდები ყველაფერი გავაკეთოს, რათა დავარწმუნო, რომ მომავალ წელს „სპორტინგში“ დაბრუნდეს“, – თქვა დოლორესმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ 131 მატჩში 100 გოლი აქვს გატანილი. მას „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, დიდი შანსია ტურინული გრანდი დატოვოს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …