ტურინის „იუვენტუსს“ კრიშტიანუ რონალდუ სავარაუდოდ დატოვებს. იტალიური მედიაში სიანტერესო ცნობა და კადრები გავრცელდა.
რონალდუს ავტომობილები მისი სახლიდან წაიყვანეს და ავტოსადგომი დაცალეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის ტურინიდან მიდის. ამავდროულად, ესპანური მედია წერს, რომ 24 მაისს, ინფორმაცია შესაძლოა, ოფიციალურადაც დადასტურდეს.
რონალდუს მომავალს ყველაზე აქტიურად „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ. მას ტურინულ გრანდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ ახლა მისი წასვლა მაინც რეალურია.
პორტუგალიელს „იუვენტუსში“ 132 მატჩში 101 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა.