მთავარი / სიახლეები / რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში მხოლოდ ორი იუვენტინო გამოიძახა

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში მხოლოდ ორი იუვენტინო გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

29-კაციან განაცხადში „იუვენტუსის“ მხოლოდ ორი ფეხბურთელია, ორივე მცველები – ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო გატი. აქვე ვთქვათ, რომ 21-წლამდე ნაკრებში არიან გამოძახებული ფაბიო მირეტი და ნიკოლო ფაჯოლი.

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გუილელმო ვიკარიო (ემპოლი)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ემერსონი (ვესტ ჰემი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ლუის ფელიპე (ბეტისი), პასკუალე მაძოკი (სალერნიტანა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), ლორენცო პელეგრინი (რომა), ტომაზო პობეგა (მილანი), სანდრო ტონალი (მილანი), მარკო ვერატი (პსჟ)

თავდამსხმელები: მატეო კანჩელიერი (ლაციო), ვილფრიდ ნიონტო (ლიდსი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი), ჩირო იმობილე (ლაციო), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), ჯანლუკა სკამაკა (ვესტ ჰემი), ალესიო ძერბინი (ნაპოლი)

იტალიის ნაკრები 23 სექტემბერს ინგლისის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 26 სექტემბერს, სტუმრად უნგრეთს შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …