მთავარი / სიახლეები / რეპიჩე: “იუვენტუსის” პრობლემა დაბალი დონის ნახევარდაცვაა”

რეპიჩე: “იუვენტუსის” პრობლემა დაბალი დონის ნახევარდაცვაა”

ტელეკომპანია Rai-ს კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ, რომელიც „რომას“ გულშემატკივარია, „ჯალოროსისა“ და „იუვენტუსის“ მთავარ პრობლემად სუსტი ნახევარდაცვა დაასახელა.

როგორც რეპიჩემ აღნიშნა, არ არსებობს ლამაზი ფეხბურთი, მას მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთელები ქმნიან და „რომას“ და „იუვეს“ სწორედ ეს პრობლემა აქვთ.

„რომას“ და „იუვენტუსს“ დაბალი დონის ნახევარდაცვა ჰყავთ. არ არსებობს ლამაზი თამაში, კარგი მოთამაშეები აკეთებენ ხარისხიან და ლამაზ თამაშებს. არცერთი გუნდის ნახევარდაცვა არ შეეფერება ამ კლუბს. არ მგონია კარგი ან ცუდი თამაშის პრობლემა იყოს, მე არ მჯერა ლამაზი ფეხბურთის, მჯერა ფეხბურთელების ინდივიდუალიზმის და სწორედ ეს ქმნის ლამაზ თამაშს“, – თქვა რეპიჩემ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …