მთავარი / სიახლეები / რეპიჩე დი მარიაზე: “სამხრეთამერიკელები მუნდიალამდე ორი თვით ადრე ყოველთვის ტრავმას იღებენ”

რეპიჩე დი მარიაზე: “სამხრეთამერიკელები მუნდიალამდე ორი თვით ადრე ყოველთვის ტრავმას იღებენ”

ცნობილმა იტალიელმა კომენტატორმა ფრანჩესკო რეპიჩემ ანხელ დი მარიას ტრავმაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, სამხრეთამერიკელი მოთამაშეები მუნდიალამზე ორი თვით ადრე ყოველთვის ტრავმას იღებენ, რომ მუნდიალს დასვენებული შეხვდნენ.

„დი მარიას ტრავმა მოსალოდნელი იყო. მე მის დამატებაზე უფრო დიდხანს ვიფიქრებდი, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ემზადებიან არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. სამხრეთამერიკელები ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ტრავმას იღებენ. თუმცა, დი მარიას თამაშის ყურება შესანიშნავია. გიჟური მოთამაშეა, როდესაც გადაწყვიტა თამაშის სადავეები ხელში აეღო, დამანგრეველი იყო“, – თქვა რეპიჩემ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ ტრავმა „სასუოლოსთან“ მატჩში მიიღო და მოედანზე სავარაუდოდ 20-30 დღე ვერ გავა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …