ტურინის “იუვენტუსის” ბაზაზე მინო რაიოლა შენიშნეს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, საქმე მოიზე კინის ტრანსფერს ეხება.
ტურინელები კრიშტიანუ რონალდუს გასხვისებისთვის ემზადებიან და თავდამსხმელი აუცილებლად სჭირდებათ. “ევერტონი” მზადაა იტალიელი ფორვარდი იჯარით დათმოს, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მოიზე კინი “იუვეს” აკადემიის აღზრდილია და 2018-2019 წლების სეზონში 8 გოლიც გაიტანა, მაგრამ იმავე ზაფხულს “ევერტონში” გაყიდეს. მოიზემ გასული სეზონი იჯარით “პარი სენ ჟერმენში” გაატარა და თავი კარგადაც წარმოაჩინა, მაგრამ ინგლისში დაბრუნდა, სადაც ფეხის მოკიდებას ვერ ახერხებს.