ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, ახლა თვითონ კარგა ფორმაშია და გუნდის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
„ყველა ძალიან მონდომებულია. გვინდა, კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ ეს მატჩი, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედი ისევ გვქონდეს. რა არ მუშაობს? ყოველთვის ვსაუბრობთ, მაშინაც, როცა ვიმარჯვებთ. პრობლემები მოედანზე უნდა მოვაგვაროთ, ვარჯიშებზე კარგად ვმუშაობთ.
ვგრძნობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველას მნიშვნელოვანი როლი აქვს. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ვცდილობ გუნდს ვულიდერო და ყველაფერი გავაკეთო ჩემი თანაგუნდელების დასახმარებლად. არ ვიცი, ჩემი მომავალი? რა იქნება მომავალში, ახლა სხვა საკითხებზე ვფიქრობ და თამაშზე ვარ ორიენტირებული. ჩემი მოსვლის გუნდი ძალიან შეიცვალა. ადრე გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, ახლა ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან ნიჭიერები არიან. კარგი გუნდი ვართ, ალბათ, ნაკლები გამოცდილება გვაქვს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვფიქრობ, ჯერ „იუვეში“ ბევრი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და უნდა ვეცადოთ, რომ კარგად ვითამაშოთ. ვფიქრობ, სხვებიც ასე ფიქრობენ. რთულია მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იფიქრო, მაგრამ ჯერ გუნდში უნდა ვითამაშოთ კარგად. ეს რთული სეზონია, რადგან მუნდიალი სეზონის მიმდინარეობისას არის, თუმცა კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და კლუბზე ვიყოთ ორიენტირებული.
ალეგრი ძალიან ძლიერი მწვრთნელია, მან იცის, როგორ მართოს გუნდი მოედნის მიღმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მწვრთნელს არ აქვს და ამიტომ ვფიქრობ, რომ სრულყოფილი მწვრთნელია“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „მაკაბისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.