ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა, კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ბოლომდე უნდა იბრძოლონ.
„დღეს სწორი დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ კიდევ უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რადგან ეს რთული სეზონია. ახლა უნდა ვიფიქროთ ჩემპიონთა ლიგას გასვლის შანსზე. ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო და დღეს თავს კარგად ვგრძნობდი. ცოტა დაღლილები ვართ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო მატჩებში და ბოლომდე უნდა ვცადოთ“, – თქვა რაბიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 72 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მაისს, „ინტერს“ დაუპირისპირდება. რაბიოს კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 4 გოლი აქვს გატანილი.