მთავარი / სიახლეები / ჟორჟინიოს აგენტი: “იუვე” მნიშვნელოვანი გუნდია, გამორიცხული არაფერია”

ჟორჟინიოს აგენტი: “იუვე” მნიშვნელოვანი გუნდია, გამორიცხული არაფერია”

ლონდონის „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის ჟორჟინიოს აგენტმა ჟოაო სანტოსმა „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ ისაუბრა. მან არ უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„ჟორჟინიოსთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე ვისაუბრე. „იუვენტუსი“? სარის დროს იყო საუბარი, მაგრამ იმ დროს „ჩელსის“ მისი გაყიდვა არ სურდა. ახლაც ვიცი, ინტერესის შესახებ და ვნახოთ რა მოხდება. ცხადია, „იუვენტუსი“ ევროპულ დონეზე მნიშვნელოვანი გუნდია, უნდა ვნახოთ რა მოხდება. იტალიაში ის 15 წლის ასაკში ჩავიდა და რა თქმა უნდა, ერთ დღესაც სიამოვნებით დაბრუნდება. ახლა ნაკრებზეა ორიენტირებული, რადგან მუნდიალზე გასვლა სურს და საუკეთესოს იმედი ვიქონიოთ“, – თქვა სანტოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიოს „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ცნობით, „იუვე“ იტალო-ბრაზილიელ ნახევარმცველს სეზონში 6.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …