„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ ლეანდრო პარედესი „იუვენტუსში“ გადავა.
როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და პარედესი „ტულუზასთან“ არ ითამაშებს.
„პარედესი გუნდთან ერთად არ იქნება, რადგან მან „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პსჟ-ს ფეხბურთელია, გონებით ის სხვაგანაა“, – თქვა გალტიემ.
არგენტინელი ნახევარმცველი „იუვენტუსს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და იტალიურ გუნდს მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება.