მთავარი / სიახლეები / სერია A / პსჟ-სთან შესაძლოა დი მარიამ ვერ ითამაშოს

პსჟ-სთან შესაძლოა დი მარიამ ვერ ითამაშოს

ტურინის “იუვენტუსს” პრობლემები არ ელევა. იტალიური მედიის ცნობით, “პარი სენ ჟერმენთან” შესაძლოა ანხელ დი მარიამ ვერ ითამაშოს.

არგენტინელმა “ფიორენტინასთან” მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ფეხში დარტყმა მიიღო და მისი თამაში საეჭვოა. სავარაუდოდ, სერიოზულ ტრავმასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული გავა თუ არა, ის მოედანზე პარიზში.

გარდა ამისა, ტრავმა მიიღო ალექს სანდრომ და მისი თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უცნობია, ითამაშებენ თუ არა, ადრიენ რაბიო და დანილოც. ბრაზილიელმა ტრავმა იმავე “ფიორენტინასთან” მიიღო, თუმცა მოედნაზე მაინც 90 წუთი დარჩა, რაბიოს კი ტრავმის გამო ფლორენციაში არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ ჟერმენისა” და “იუვენტუსის” მატჩი 6 სექტემბერს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …