ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას თამაში 2023-წლამდე გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა რაფაელა პიმენტამ დაადასტურა, რომლის განცხადებით, პოგბას სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტრავმისგან განსაკურნებლად მას დრო ჯერ კიდევ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსმა“ ზაფხულში უფასოდ დაიბრუნა და 10-ნომრიანი გადასცა, მაგრამ პირველივე ამხანაგურ მატჩში დაშავდა და მას შემდეგ არ უთამაშია.