ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელმაც ორი დღის წინ ვარჯიში კოჭლობით დატოვა, ტრავმირებულია.
რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფრანგს გვერდითი მენიკის დაზიანება აქვს. უახლოეს საათებში ის სპეციალიზებულ ორთოპედიულ კონსულტაციას გაივლის, შესაბამისად, გუნდს „ბარსელონასთან“ დააკლდება.
ჯერჯერობით, ზუსტი დრო, რომელმაც პოგბა გამოტოვებს უცნობია.