ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ფრანგს მენისკის დაზიანება აღენიშნება და იტალიური მედიის ცნობით, დიდი შანსია, მას 2 თვე გაუცდეს.
შესაძლოა, პოგბა უფრო მალე დაბრუნდეს, დაახლოებით ერთ თვეში, მაგრამ სერიოზული შიში არსებობს, რომ პოლი მოედანზე დაბრუნებას ორი თვე ვერ შეძლეს, რაც ნიშნავს, რომ სეზონის სტარტზე ძალიან ბევრი თამაში გაუცდება.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. ეს მასიმილიანო ალეგრისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან პოგბა ნახევარდაცვის ერთადერთი ახალწვეულია და გუნდს თამაში მის გარეშე მოუწევს.