პოლ პოგბამ სირბილი დაიწყო. ეს მხოლოდ პატარა დადებითი სიგნალია მისი დაბრუნებისკენ, თუმცა ჯერ თამაშის დაწყებამდე დიდი დროა.
იტალიური მედიის ცნობით, ფრანგი ნახევარმცველი სათამაშოდ მზად დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იქნება.
პოგბამ ტრავმა ჯერ კიდევ ივლისში მიიღო, თავიდან ოპერაცია არ გაიკეთა, მაგრამ მოგვიანებით ამის გაკეთება მაინც მოუწია, რადგან გაირკვა, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე ვერ გამოჯანმრთელდებოდა.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას „იუვენტუსის“ რიგებში დაბრუნების შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.