ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას დაბრუნება ახლოვდება. ფრანგმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ნაწილობრივი პროგრამით ივარჯიშა.
ტურინელთა მიზანია, რომ პოგბა გუნდის განკარგულებაში მიმდინარე თვის ბოლოს იყოს და თამაში შეეძლოს.
მოგეხსენებათ, პოგბამ ტრავმა ივლისში, პრესეზონის პირველივე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. თავიდან მან მკურნალობა ოპერაციის გარეშე გადაწყვიტა, რამაც შედეგი არ გამოიღო და სექტემბრის დასაწყისში ოპერაციის გაკეთება მაინც მოუწია.
ამრიგად, პოგბამ ვარჯიში უკვე დაიწყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წარიმართა, დაახლოებით ორ კვირაში სათამაშოდ მზად იქნება.